„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №1–1/1261 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/2752
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.024.016139
  • Word
1-1/2752
28/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
010240030.22.024.016139
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №1–1/1261 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2752

2011 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №1–1/1261 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №1–1/1261 ბრძანებით (სსმ III, 28.07.2010, №92, მუხ. 1367) დამტკიცებულ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. სამმართველოს უფროსს დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.”;

გ) მე-10-მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს ,,1” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ა1) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება, სამინისტროს ფუნქციონირებისა და მის საქმიანობაში არსებული მოსალოდნელი საფრთხეების, ხარვეზებისა და რისკების შესახებ წერილობითი წინადადებების შემუშავება და განხილვა”;

გ) მე-3 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ცხელი ხაზის მომსახურება, ცხელი ხაზით და ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;”;

დ) მე-3 პუნქტს დაემატოს ,,ზ1” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ზ1) დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მხრიდან განხორციელებული რეაგირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;”;

ე) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის პირველი იანვრიდან.

ვ. ქობალია