„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2009 წლის 31 მარტის №229 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 129
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი 28/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 03/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.160.016112
  • Word
129
28/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
210020010.35.160.016112
„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2009 წლის 31 მარტის №229 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №129

2011 წლის 28 დეკემბერი

 ქ. რუსთავი

 „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2009 წლის 31 მარტის №229 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2009 წლის 31 მარტის №229 დადგენილების (ადგილობრივი საინფორმაციო საშუალება) მე-2 მუხლში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე კვარტალში 30 000 ლარის ოდენობით;“

2. „გ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. „ვ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ზ“ პუნქტი:

„ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კვარტალში 1000 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2

დადგენილება ძალაშია 2012 წლის 3 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                კ. ბარათაშვილი