ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

  • Word
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 03/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 14/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.158.016063
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
55
28/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
210070000.35.158.016063
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2011 - 08/08/2014)

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №55

2011 წლის  28 დეკემბერი

ქ. ბოლნისი  

ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგნს:

    მუხლი 1

განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტი ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთები:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 20000 ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 2000 ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 40 000 ლარი;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 5000 ლარი;

ვ) ლატარიის მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიებული ამონაგების არა უმეტეს 10%-ისა.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.    

 საკრებულოს თავმჯდომარე                                          ნ. საბიაშვილი