„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 636
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111229017, 29/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016290
  • Word
636
29/12/2011
ვებგვერდი, 111229017, 29/12/2011
010320040.22.033.016290
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 636

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებით დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებშეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ან ზოგადი საშუალო განათლება;

ბ) უპირატესობა ენიჭებათ მათ, ვისაც აქვთ საჯარო სამსახურში ან ოფისის მენეჯრის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის, საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 იანვრის №782 ბრძანების ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

3. სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ან ზოგადი საშუალო განათლება;

ბ) უპირატესობა ენიჭებათ მათ, ვისაც აქვთ საჯარო სამსახურში ან ოფისის მენეჯრის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

 გ) საქართველოს კონსტიტუციის, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის, საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების, “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 იანვრის №782 ბრძანების ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 მუხლის:

) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე და დაკისრებული მოვალეობების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია სპეციალური დანიშნულების რაზმის პირველი (დაცვის) სამმართველოს მთავარი ინსპექტორის, უფროსი ინსპექტორის და ინსპექტორის თანამდებობებეზე დასანიშნი პირები გაათავისუფლოს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანებით დადგენილი ფიზიკური მომზადების ნორმატივების ჩაბარების ვალდებულებისაგან.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

დ. გვინდაძე