„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111229014, 29/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.117.016084
  • Word
51
29/12/2011
ვებგვერდი, 111229014, 29/12/2011
190020020.35.117.016084
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №51

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1. შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №47 დადგენილებაში (სსმ V, 31.12.2010წ., №72, მუხ.2121) და ცვლილების გათვალისწინებით ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. მიღებულ იქნეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი 4411364 (ოთხი მილიონ ოთხას თერთმეტი ათას სამას სამოცდაოთხი) ლარის ოდენობით, №1 დანართის შესაბამისად; მათ შორის:

1. შემოსავლები გადასახადებიდან 191 400 (ას ოთხმოცდათერთმეტი ათას ოთხასი) ლარი.

2. სხვა შემოსავლები 567 020( ხუთას სამოცდაშვიდი ათას ოცი) ლარი.

3. გრანტები 3563344 (სამი მილიონ ხუთას სამოცდასამი ათას სამას ორმოცდაოთხი) ლარი.

ა) შემოსავლები გათანაბრებითი ტრანსფერებიდან 1 956 100 (მილიონ ცხრაას ორმოცდათექვსმეტი ათას ასი) ლარი;

ბ) შემოსავალი მიზნობრივი დანიშნულების ტრანსფერებიდან 95 000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

გ) შემოსავალი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად 425 000 (ოთხას ოცდახუთი ათასი) ლარი;

დ) შემოსავალი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად 380 844 (სამას ოთხმოცი ათას რვაას ორმოცდაოთხი) ლარი;

ე) სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 115 400 (ას თხუთმეტი ათას ოთხასი) ლარი;

ვ) „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 20 სექტემბრის N20/09/06 განკარგულებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტზე ავტომანქანის შესაძენად 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი)ლარი;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საახალწლო ღონისძიებების დასაფინანსებლად 56 000 (ორმოცდათექვსმეტი ათასი) ლარი;

თ) „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 დეკემბრის №27 –12–01 განკარგულებით, ამბროლაურში საცურაო აუზის მშენებლობის დასაფინანსებლად 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.

4. არაფინანსური აქტივების კლებიდან 89 600 (ოთხმოცდაცხრა ათას ექვსასი) ლარი.

მუხლი 2. 2011 წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთი შეადგენს 356 167 (სამას ორმოცდათექვსმეტი ათას ას სამოცდაშვიდი) ლარს, მათ შორის, განაწილებული ნაშთია 354 204 (სამას ორმოცდათოთხმეტი ათას ორას ოთხი) ლარი, თანახმად №1, №2, და №3/1 დანართებისა.

მუხლი 3. მიღებულ იქნეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის გადასახდელები (ხარჯები) დარგობრივი პროგრამებისა და ფუნქციონალური კლასიფიკაციის ჭრილში 4765584 (ოთხი მილიონ შვიდას სამოცდახუთი ათას ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარის ოდენობით, თანახმად №2 დანართისა.

მუხლი 4. მიღებულ იქნეს გადასახადების მოცულობა ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაციის ჭრილში 4 738 080(ოთხი მილიონ შვიდას ოცდათვრამეტი ათას ოთხმოცი) ლარის ოდენობით, თანახმად №3 დანართისა.

მუხლი 5. მიღებულ იქნეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად გადასახდელების მოცულობა 1 969 884 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცდაცხრა ათას რვაას ოთხმოცდაოთხი) ლარის ოდენობით, თანახმად №4 დანართისა.

მუხლი 6. მიზნობრივი ფინანსური დახმარება მოცულობით 95 000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი და 2011 წლის 1 იანვრისათვის მიზნობრივი ტრანსფერებიდან არსებული ნაშთი 6 665 (ექვსი ათას ექვსას სამოცდახუთი) ლარი, სულ 101 665 (ას ერთი ათას ექვსას სამოცდახუთი) ლარი მიმართულ იქნეს შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად:

1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებისათვის 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით;

2. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურისათვის 48 296 (ორმოცდარვა ათას ორას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი;

3. ომის ვეტერანთა სოციალური დახმარების დასაფინანსებლად 8 369 (რვა ათას სამას სამოცდაცხრა) ლარი.

მუხლი 7. დამტკიცდეს ახალი კლასიფიკაციის შესაბამისად შემოსავლების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობის ბალანსი, თანახმად №3/1 და №3/2 დანართებისა.

მუხლი 8. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრების დაცვა და საბიუჯეტო დაწესებულებების პროგრამებისა და ღონისძიებების მიხედვით გამოყოფილი სახსრების ეფექტურად და მიზნობრივად გამოყენება. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მოსაკრებლებისა და არასაგადასახადო შემოსავლების სრულყოფილად და დროულად ამოღებას.

მუხლი 9. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დააწესოს კონტროლი ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელების მიზნობრივ ხარჯვაზე.

მუხლი 10. აღმასრულებელ ორგანოს (მუნიციპალიტეტის გამგეობას) მიეცეს დამოუკიდებელი უფლებამოსილება გადაუდებელი ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყენოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სარეზერვო ფონდი“.

მუხლი 11. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოყვენებისთანავე.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   კ. ფარჯანაძე