დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 30/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.124.016043 |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №68
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. ბაღდათი
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად;
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №12 დადგენილების „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ №1 დანართს დაემატოს „სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. რობაქიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები