ბაღდათის მუნიციპალიტეტის მომსახურეობის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მომსახურეობის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 30/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016042
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
67
28/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
010250050.35.124.016042
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მომსახურეობის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2011 - 27/02/2015)

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №67

2011 წლი28 დეკემბერი

ქ. ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მომსახურების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად :

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1.

დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მომსახურეობის ბიუროს დებულება.

(დებულება თან ერთვის)

    მუხლი 2 .

დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით , გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                            გ. რობაქიძე

  დანართი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მომსახურების ბიუროს დებულება

    მუხლი 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიურო

1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიურო (შემდეგში მმბ) წარმოადგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებულ „ერთი სარკმლის პრინციპით“ მოქმედ მომსახურების ბიუროს, რომელიც ემსახურება მოქალაქეებ და ახდენს თანასწორ, სამართლიან და ეფექტურ ადმინისტრირებას.

2. მმბ -ს ფუნქციაა უზრუნველყოს მოქალაქეთა დროული, კვალიფიციური და სრულყოფილი მომსახურება, გამჭირვალობისა და ნდობის ფაქტორის გაზრდა.

3. მმბ წარმოადგენს მთელ მუნიციპალიტეტს და მჭიდროდაა დაკავშირებული მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა სამსახურის თანამშრომლობას.

    მუხლი 2. მმბ - ს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

  მმბ -ს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები და ეს დებულება.

    მუხლი 3. მმბ - ს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოვალეობები

მმგ-ს ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობებია :

1. ისეთი სერვისების მიწოდება, რომელიც გულისხმობს მოქალაქესა და თვითმმართველ ერთეულს შორის სამართლებრივ ურთიერთობებს, კერძოდ :

ა) განცხადებებისა და საჩივრების მიღება ;

ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემა ;

გ) მომსახურეობა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

დ) საჯარო ინფორმაციის მიწოდება;

ე) იურიდიული სახის განმარტებები და კონსულტაციები ადგილობრივი თვითმმართველბის სფეროში.

2. ადმინისტრაციული პროცესების ეფექტურობის გაუმჯობესებისა და მუნიციპალიტეტის იმიჯის ამაღლების ხელშეწყობა.

3. მომსახურების ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა.

4. კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

    მუხლი 4. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს მუშაობის ორგანიზება

მმბ-ს ორგანიზებას უწევენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი. ისინი:

1. პერიოდულად იბარებენ ანგარიშებს მომსახურების ბიუროს ფუნქციონირების მონიტორინგის შესახებ.

2. აძლევენ შესაბამის მითითებებს მმბ-ს თანამშრომლებს საჭიროებიდან გამომდინარე.

3. თვალყურს ადევნებენ განცხადებებისა და საჩივრების დამუშავების და განხილვის პროცესს.

    მუხლი 5. მმბ-ს სტრუქტურა და მართვა

1. მმბ-ს ხელმძღვანელბს და მის საქმიანობას წარმართავს მმბ-ს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე გამგებელან შეთანხმაბით.

2. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს უფროსი:

ა) ახორციელებს ზედამხედველბას და პასუხისმგებელია მმბ-ს ყოველდღიურ საქმიანობაზე ;

ბ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა და მოქალაქეთა ურთიერთობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას ;

გ) კონტროლ უწევს კანონმდებლობით დაცულ ვადებში კორენსპონდენციის შესაბამის სამსახურებში გადაგზავნას ;

დ) უზრუნველყოფს თანამშრომლებს შორის ფუნქციების განაწილებას.

    მუხლი 6. მმბ-ს თანამშრომლები

1. მმბ-ს თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომელიც:

ა) ახორციელებენ დებულებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს ;

ბ) უზრუნველყოფენ კორესპონდენციის მიღებასა და შესაბამის რეაგირებას ;.

გ) ასრულებენ მმბ-ს უფროსის უშუალო დავალებებს ;

დ) გაწერილი სისტემებისა და პროცედურების თანახმად ახორციელებენ სათანადო მომსახურებას.

2. მმბ-ს თანამშრომლები შეირჩევიან ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სხვადასხვა სამსახურებიდან. ახალი კადრების აყვანა მოხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.

    მუხლი 7. მმბ-ს თანამშრომლების მოვალეობები

მმბ-ს თანამშრობლები ვალდებულები არიან :

ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული მოვალეობანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი ;

დ) დაიცვან შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო -საკომუნიკაციო ტექნიკასა და ინვენტარს;

ვ) იყვნენ მაქსიმალურად ინფორმირებულები, კომპეტენტურები და თავაზიანები.