„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5572
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111228068, 28/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 24/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 040200140.05.001.016547
  • Word
5572
20/12/2011
ვებგვერდი, 111228068, 28/12/2011
040200140.05.001.016547
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“  საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 50, 31.12.2009, მუხ. 398) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 23-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 10  წელს მიღწეული ბავშვის სახელის, გვარის, დაბადების ადგილისა და დაბადების თარიღის შეცვლა, აგრეთვე დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად მშვილებლის მითითება ხორციელდება ბავშვის თანხმობით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლა ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მშვილებლის მოთხოვნით.“.

2. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება ბიოლოგიური მშობლის, მშვილებლისა და სრულწლოვანი ნაშვილების თანხმობის გარეშე აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

3. 29-ე მუხლის მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება შვილად აყვანის გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ, ვალდებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში გაუგზავნოს იგი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                             მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№5572-რს