დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5557 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111228054, 28/12/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.016534 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 43-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1 “ ქვეპუნქტი:
„ზ1 ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულ პირს ხელი არ შეუშალოს აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების/სავალდებულო მარკირების მომსახურების განხორციელებაში ;“ .
2. 168-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის:
ა.ა) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ) შემოსავლების სამსახურის ან/და შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური მარკების მიწოდება ან/და იმპორტი;“;
ა.ბ) „ძ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი:
„წ ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად.“;
ბ) მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:
„პ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების მომსახურების გაწევა.“.
3. 190-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
4. 192-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებისაგან, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი შემთხვევებისა, თავისუფლდება:
ა) ექსპორტისთვის განკუთვნილი ადგილობრივი წარმოების საქონელი;
ბ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მისაწოდებელი საქონელი;
გ) უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი იმპორტში მოქცეული საქონელი;
დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო− თბილისი− ჯეიჰანის და ბაქო− თბილისი− ერზრუმის მილსადენების მშენებლობაში) შესრულების უზრუნველსაყოფად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი იმპორტში მოქცეული საქონელი;
ე) ამ კოდექსის 223-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი;
ვ) 50 გრამის ან მასზე ნაკლები ტევადობის ჭურჭელში ჩასხმული ალკოჰოლიანი სასმელი;
ზ) იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 4 ლიტრამდე ალკოჰოლიანი სასმელი;
თ) მოსაწევი (ჩიბუხის) თამბაქო;
ი) იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 400 ღერი სიგარეტი ან 50 სიგარა ან 50 სიგარილა ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმი ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში იმპორტირებული თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის კომბინაცია საერთო წონით არა უმეტეს 250 გრამისა.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31 . აქციზური მარკა შესაძლებელია იყოს მატერიალური ან არამატერიალური ფორმის. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების მომსახურებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირი. “;
გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4 . საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებლები და იმპორტიორები (დეკლარანტები) იხდიან აქციზური მარკის ნომინალურ ღირებულებას. ნომინალის ღირებულება, მისი გადახდისა და საქონლის ნიშანდების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“ .
5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1921 მუხლი:
„მუხლი 1921 . არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები.
2. მატერიალური და არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირების მომსახურებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირი.
3. სავალდებულო მარკირებისას გადაიხდევინება მარკირების ნომინალური ღირებულება. ნომინალის ღირებულება და მისი გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“ .
მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 20 დეკემბერი.
№ 5557-რს
დოკუმენტის კომენტარები