„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5555
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111228053, 28/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 040110030.05.001.016533
  • Word
5555
20/12/2011
ვებგვერდი, 111228053, 28/12/2011
040110030.05.001.016533
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) 291 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 291. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის გაცემის წესი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. მას გასცემს საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანო „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი        . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№5555-რს