დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გ. ელიავას სახელობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ბაქტერიოფაგის" შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/12/1995 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, ნოემბერ-დეკემბერი, 30/12/1995 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/09/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470030000.05.002.000022 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/1995 - 19/09/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №40
1995 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
გ. ელიავას სახელობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ბაქტერიოფაგის" შესახებ
1923 წელს გ. ელიავას მიერ შექმნილი მთელ საბჭოთა კავშირში უნიკალური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ბაქტერიოფაგი" ათწლეულების განმავლობაში ქმნიდა და აწარმოებდა ბაქტერიულ და ვირუსულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სადიაგნოსტიკო პრეპარატებს, წარმოადგენდა ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საშიშროების თავიდან აცილების სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს.
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე 1988 წელს შეიქმნა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ბაქტერიოფაგი", რომელშიც მეთაურ ორგანიზაციად ითვლებოდა ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. გაერთიანებაში შედიოდა ინსტიტუტის საწარმოო ნაწილი და ძეგვის ლაბორატორიული ცხოველების სანაშენო მეურნეობა.
1993 წელს დაიწყო "ბაქტერიოფაგის" დაშლის პროცესი, არსებული ქონებიდა ბევრი რამ პრივატიზებულ იქნა და დღეისათვის გაერთიანების ბალანსზე პრაქტიკულად არ ირიცხება ის შენობა-ნაგებობებიც კი, რომლებიც მას რეალურად უკავია. სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის - გ. ელიავას სახელობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ბაქტერიოფაგის" ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გადარჩენისა და შემდგომში მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის:
1. გაერთიანება "ბაქტერიოფაგის" ქონებრივ-უფლებრივი მდგომარეობის შესასწავლად და შესაბამის გადაწყვეტილებათა მისაღებად შეიქმნას სახელმწიფო კომისია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (გ. სანაძე, ო. გიორგობიანი, მ ზაალიშვილი, ი.ფუტკარაძე), სახელმწიფო კანცელარიის (კ. იმედაშვილი, ა. ზურაბაშვილი), საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს (ლ. პაპავა), თბილისის "ბაქტერიოფაგის" (ი. ფაღავა, თ. ჭანიშვილი) და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს (ა.სილაგაძე) წარმომადგენელთა შემადგენლობით.
ზემოაღნიშნული სახელმწიფო კომისიის დასკვნის შესაბამისად ქონებრივი და ტერიტორიული საკუთრებანი დაუკანონდეს თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, როგორც გ. ელიავას სახელობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ბაქტერიოფაგის" მეთაურ ორგანიზაციას.
კომისიამ აღწეროს და დაადგინოს, რა სჭირდება ზემოაღნიშნულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ნორმალური ფუნქციონირებისათვის და შესაბამისი წინადადებანი წარუდგინოს სახელმწიფო კანცელარიას.
კომისიამ დაადგინოს, თუ რა მიზეზით არის გაჩერებული წარმოება და დასახოს კონკრეტული ღონისძიებანი მის ასამოქმედებლად.
კომისიამ დააყენოს საკითხი გაერთიანებისათვის სამეცნიერო ნაწილისა და ყველა იმ საწარმოო სიმძლავრის დაკანონებისა, რომლებიც საჭიროა "ბაქტერიოფაგის" ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
2. საქართველოს კონტროლის პალატამ ერთი თვის ვადაში შეისწავლოს "ბაქტერიოფაგის" პრივატიზების პროცესის მიზანშეწონილობა და კანონიერება და თავისი დასკვნები წარუდგინოს სახელმწიფო კანცელარიას.
3. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქონება, ურომლისოდაც ინსტიტუტი ვერ იფუნქციონირებს, პრივატიზებულია,ამ ქონების ნუსხა გადაეცეთ შესაბამის ორგანოებს განსახილველად და შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად.
4. სამეცნიერო პროფილის გაფართოებასთან დაკავშირებით (სამედიცინო, ეროვნული მეურნეობის, თავდაცვის პრობლემები) თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გარდაიქმნას გ.ელიავას სახელობის თბილისის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად. 30547
5. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა უახლოეს ხანში განიხილოს გ.ელიავას სახელობის თბილისის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აკადემიის სისტემაში გადაყვანის მიზანშეწონილობის საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
6. "ბაქტერიოფაგის" ნორმალური ფუნქციონირების კონტროლი დაევალოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსს პ. მამრაძეს.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები