„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35.34.1486
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 27/12/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111228049, 29/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 300320000.37.101.016099
  • Word
35.34.1486
27/12/2011
ვებგვერდი, 111228049, 29/12/2011
300320000.37.101.016099
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №35.34.1486

 2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 321 მუხლის მე-4 პუნქტისა დანორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,

ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებით (სსმ, 77, 01.07.2010) დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განმსაზღვრელ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემა:

ა) განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში – უფასო;

ბ)განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 100 ლარი;

გ) განცხადების მიღებიდან 8 დღის ვადაში – 200 ლარი;

დ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 300 ლარი;

ე) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ვადაში – 400 ლარი.“

 ბ) წესის 51 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობისას პირველ პუნქტში დადგენილ საფასურს ემატება:

ა) განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – უფასო;

ბ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 100 ლარი;

გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 200 ლარი;

დ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 300 ლარი;

ე) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 500 ლარი.

 გ) წესის 52 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილების 62–64 პუნქტებით გათვალისწინებული ქონების შემდგომ გამოყენებაზე (გარდა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აქტის გამოცემა:

ა) განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში – უფასო;

ბ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 100 ლარი;

გ) განცხადების მიღებიდან 8 დღის ვადაში – 200 ლარი;

დ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 300 ლარი;

ე) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ვადაში – 400 ლარი.“

 დ) ამოღებულ იქნეს წესის 53 მუხლი;

 ე) წესის 54  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 54. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების, ფართობის ცვლილების (შემცირების) ან/და საზღვრების შეცვლის შესახებ აქტის გამოცემა

 „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილების 71 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების, ფართობის ცვლილების (შემცირების) ან/და საზღვრების შეცვლის შესახებ აქტის გამოცემა:

ა) განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში – უფასო;

ბ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 100 ლარი;

გ) განცხადების მიღებიდან 8 დღის ვადაში – 200 ლარი;

დ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 300 ლარი;

ე) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 400 ლარი.“

 ვ) წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოსთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში დაინტერესებულ პირთან ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების დასადებად აქტის გამოცემა განცხადების მიღებიდან –

ა) 15 დღის ვადაში – უფასო;

ბ) 10 დღის ვადაში – 100 ლარი;

გ) 5 დღის ვადაში – 150 ლარი;

დ) 3 დღის ვადაში – 250 ლარი;

ზ) 1 დღის ვადაში – 350 ლარი.“

 ვ) წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაინტერესებულ პირთან სარგებლობის უფლების ხელშეკრულების დასადებად აქტის გამოცემა, ქ.თბილისის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან –

 ა) 15 დღის ვადაში – უფასო;

 ბ) 10 დღის ვადაში – 100 ლარი;

 გ) 5 დღის ვადაში – 150 ლარი;

 დ) 3 დღის ვადაში – 250 ლარი.“

 თ) წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის დადასტურებიდან:              

 ა) 15 დღის ვადაში – უფასო;

 ბ) 8 დღის ვადაში – 50 ლარი;

 გ) 5 დღის ვადაში –100 ლარი;

 დ) 3 დღის ვადაში – 200 ლარი;

 ე) 1 დღის ვადაში – 300 ლარი.“

 ი) წესის 71 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაინტერესებული პირისთვის (მოვალისათვის) ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დადასტურება ანდა შეზღუდვის მოხსნა, განცხადების მიღებიდან:

 ა) 15 დღის ვადაში – უფასო;

 ბ) 10 დღის ვადაში – 50 ლარი;

 გ) 8 დღის ვადაში – 100 ლარი;

 დ) 5 დღის ვადაში – 200 ლარი;“

 კ) წესის 71 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დადასტურება ან/და შეზღუდვის მოხსნა, ქ. თბილისის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან:

 ა) 15 დღის ვადაში – უფასო;

 ბ)10 დღის ვადაში - 50 ლარი

 გ) 8 დღის ვადაში – 100 ლარი;

 დ) 5 დღის ვადაში – 200 ლარი.“

 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი                                                                                                     გ. უგულავა