დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭოს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 868 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111228038, 28/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480180000.08.002.016400 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №868
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭოს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭოს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2011 წლის 5 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები