,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111228031, 29/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.162.016085
  • Word
61
28/12/2011
ვებგვერდი, 111228031, 29/12/2011
190020020.35.162.016085
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №61

2011 წლის 28 დეკემბერი

ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 დეკემბრის №35 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 120111, 12/01/2011) და ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი განისაზღვროს 7018,8 ათასი ლარით (დანართები №1; №2; №3; №4; №5; № 6; №7).

 1. გადასახადების ოდენობა განისაზღვროს 830, 0 ათასი ლარით. მათ შორის:

ა) საწარმოთა ქონების გადასახადი განისაზღვროს 550.0 ათასი ლარით;

ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის ოდენობა განისაზღვროს 230,0 ათასი ლარით;

გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის ოდენობა განისაზღვროს 50.0 ათასი ლარით.

2. სხვა შემოსავლების ოდენობა განისაზღვროს 586.0 ათასი ლარით. მათ შორის:

ა) მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის განისაზღვროს 396.0 ათასი ლარით;

ბ) შემოსავალი მიწის იჯარიდან და მართვაში გადაცემიდან განისაზღვროს 90.0 ათასი ლარით;

გ) ადგილობრივი მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვროს 20.0 ათასი ლარით;

დ) შემოსავალი სანქციებიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო განისაზღვროს 30.0 ათასი ლარით;

ე) შემოსავალი პროცენტებიდან განისაზღვროს 50.0 ათასი ლარით.

3. შემოსავალი გრანტებიდან განისაზღვროს 4021.1 ათასი ლარით. მათ შორის:

ა) გამოთანაბრებითი ტრანსფერი 2341,8 ათასი ლარი;

ბ) მიზნობრივი ტრანსფერი 85,0 ათასი ლარი;

გ) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან - 1020.0 ათასი ლარი;

 დ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 574.3 ათასი ლარი.

4. არაფინანსური აქტივების კლება განისაზღვროს 1581,7 ათასი ლარით.

მუხლი 2. ახმეტის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილი განისაზღვროს 7018,8 ათასი ლარით (დანართები №1; № 2; №3; №4; №5; № 6; №7).

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შენახვის ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 1420.0 ათასი ლარით. მათ შორის:

ა) წარმომადგენლობით ორგანოს (საკრებულო) ხარჯები განისაზღვროს 234.2 ათასი ლარით;

ბ) აღმასრულებელი ორგანოს (გამგეობა) ხარჯები განისაზღვროს - 1105.6 ათასი ლარით. მათ შორის: არაფინანსური აქტივების ზრდა -123.9 ათასი ლარის ოდენობით. აქედან საგამოფენო დარბაზისა და ახალგაზრდული ცენტრის კაპიტალური რემონტისათვის, ახმეტის მუნიციპალიტეტის შენობისა და სოფელ ქისტაურის ტერიტორიული ორგანოების ადმინისტრაციული შენობების კაპიტალური რემონტისათვის 55,0 ათასი ლარი.

გ) სარეზერვო ფონდის ოდენობა განისაზღვროს 47,0 ათასი ლარით.

დ) აუდიტორული მომსახურებისათვის ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 4,5 ათასი ლარით.

ე) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ადგილობრივი ორგანოს დაფინანსების ოდენობა განისაზღვროს 6.7 ათასი ლარით.

 ვ) შესყიდვებთან (ტენდერი, აუქციონი და ა.შ.) დაკავშირებული ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 7.0 ათასი ლარით.

 ზ) მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 15.0 ათასი ლარით.

2 . სახანძრო დაცვის სამსახურის ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 247.6 ათასი ლარით. მათ შორის კაპიტალური ხარჯი - 61.0 ათასი ლარი. აქედან 58,0 ათასი ლარის ოდენობით სახანძრო ავტომანქანის, ხოლო 3,0 ათასი ლარი - წყლის საქაჩი ტუმბოს შესაძენად .

3. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 30.0 ათასი ლარით.

4. თავდაცვის ხარჯების ოდენობა განისაზღვროს - 67,7 ათასი ლარით.

5. ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლოატაციის ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 2503,7 ათასი ლარით. მათ შორის:

ა) გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის და მოვლა შენახვის ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 1334,7 ათასი ლარით. აქედან საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით ქ. ახმეტაში ქუჩების რეაბილიტაციისათვის საჭირო ხარჯების ოდენობა განისაზღვროს -630.0 ათასი ლარით, ხოლო სოფელ აწყურში სტიქიის შედეგად დაზიანებული თეთრი გიორგის ეკლესიასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოყოფილი ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 38,7 ათასი ლარით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შიდა გზების რეაბილიტაციისათვის საჭირო ხარჯების ოდენობა კი განისაზღვროს 106,7 ათასი ლარით და მილხიდების მოწყობისათვის საჭირო ხარჯების ოდენობა 42,3 ათასი ლარით. ხოლო საკუთარი სახსრებით ქუჩების რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციისათვის ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 479.8 ათასი ლარით, ხოლო ცენტრალური საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებისათვის გასული წლის დავალიანების დასაფარავად - 37.2 ათასი ლარით.

ბ) მოსაცდელების მოწყობისათვის ხარჯების ოდენობა (სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში) განისაზღვროს 16,8 ათასი ლარით.

გ) სასაფლაოების მოვლა პატრონობის ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 30,6 ათასი ლარით, მათ შორის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის -16,6 ათასი ლარი, საკუთარი სახსრებით მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 4.0 ათასი ლარით, კაპიტალური ხარჯების ოდენობა - 10.0 ათასი ლარით.

დ) დასუფთავების ღონისძიებების ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 251,5 ათასი ლარით, მათ შორის: კაპიტალური ხარჯებისათვის 85,5 ათასი ლარი, აქედან 46,5 ათასი ლარი ნაგვის ურნების შესაძენად (აქედან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ურნების შესაძენად - 20,7ათასი ლარი), ხოლო 39,0 ათასი ლარი ნაგავსაყრელის მოსაწყობად.

ე) სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობისათვის საჭირო ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 159,8 ათასი ლარით. აქედან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის 9,8 ათასი ლარი, ხოლო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით ხოდაშნის ხევისა და ალავერდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის 140.0 ათასი ლარი.

ვ) წყლის სისტემის რეაბილიტაციის ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 276,5 ათასი ლარით აქედან. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის 205,2 ათასი ლარი, ხოლო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით სოფელ აწყურსა და ოჟიოში სტიქიის შედეგად დაზიანებული სასმელი წყლის ქსელების რეკონსტრუქციისათვის - 1,3 ათასი ლარი.

ზ) გარე განათების რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 236,3 ათასი ლარით. მათ შორის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 11,3 ათასი ლარი.

თ) ექსკავატორის, ელექტროშემდუღებელი აგრეგატისა და სპეცტექნიკის შეძენისათვის საჭირო სახსრების ოდენობა განისაზღვროს 98,8 ათასი ლარით. აქედან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 8,8 ათასი ლარი, ხოლო საკუთარი სახსრებით სპეცტექნიკის შესაძენად 90.0 ათასი ლარი.

ი) ელექტრო წისქვილის შესაძენად საჭირო სახსრების ოდენობა (სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში) განისაზღვროს 2.0 ათასი ლარით

კ) ნატანისაგან ხევების გაწმენდითი სამუშაოებისათვის საჭირო სახსრების ოდენობა განისაზღვროს 63,6 ათასი ლარით. აქედან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის 3,6 ათასი ლარი, ხოლო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით სტიქიის შედეგად დაზიანებული დიუკერისა და ხევების გაწმენდითი სამუშაოებისათვის - 60.0 ათასი ლარი.

ლ) სანიაღვრე არხების მოწყობისათვის და გაწმენდითი სამუშაოებისათვის საჭირო ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 33,1 ათასი ლარით. აქედან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის 13,1 ათასი ლარი,

6. საგანმანათლებლო ღონისძიებების შენახვის ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 820,5 ათასი ლარით. აქედან, საკუთარი სახსრებით 55.0 ათასი ლარი სოფ. ქისტაურის საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოებისათვის, ახმეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების მიერ კომპიუტერის და მაცივრის შესაძენად 3,3 ათასი ლარი, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაღების შენობების სარემონტო სამუშაოებისათვის 11,4 ათასი ლარი, სოფელ დუმასტურის სკოლის სპორტული დარბაზისა და სოფელ ზემო ხალაწნის დაწყებითი სკოლის შენობის რეაბილიტაციისათვის - 24,1 ათასი ლარი.

7. სპორტული და კულტურული ღონისძიებების ხარჯები განისაზღვროს 1644,1 ათასი ლარით; მათ შორის:

ა) სპორტული ღონისძიებების დაფინანსების ოდენობა - 7.0 ათასი ლარი.

ბ) სტადიონების, სპორტული კომპლექსისა და ჩოგბურთის კორტების მოწყობისათვის ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 80,2 ათასი ლარით. აქედან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მინი-სტადიონის მოწყობისათვის - 8,0 ათასი ლარი, ხოლო საკუთარი სახსრებით ჩოგბურთის კორტის მოსაწყობად - 42,0 ათასი ლარი, სპორტკომპლექსის ბაზის რეაბილიტაციისათვის - 20.0 ათასი ლარი, სპორტული მოედნების მოწყობისათვის-10.2 ათასი ლარი.

გ) სპორტული სკოლების შენახვის ხარჯები - 197,8 ათასი ლარი. აქედან:

გ.ა) ახმეტის კომპლექსური სპორტსკოლის სუბსიდირებისათვის 109,3 ათასი ლარი, ხოლო კაპიტალური ხარჯებისათვის კომპიუტერის შესაძენად -1.5 ათ ლარი.

გ.ბ) ზურაბ ზვიადაურის სახელობის სპორტსკოლის სუბსიდირებისათვის 80.5 ათ ლარი, ხოლო კაპიტალური ხარჯებისათვის 6,5 ათასი ლარი.

დ) ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების ხარჯები - 26.5 ათასი ლარით.

ე) სახელოვნებო სკოლების სუბსიდირებისათვის - 271.5 ათასი ლარი. მათ შორის: სამუსიკო სკოლების გაერთიანების სუბსიდირებისათვის - 100.0 ათასი ლარი და შენობის კაპიტალური შეკეთებისათვის 30.0 ათასი ლარი, ბესიკ მამიაურის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახელოვნებო და შემეცნებითი სკოლის სუბსიდირებისათვის - 120,0 ათასი ლარი და კაპიტალური ხარჯებისათვის 21.5 ათასი ლარი.

ვ) სკვერების, ბორდიურების, დასასვენებელი ბაღებისა და მწვანე ნარგავების მოვლა- პატრონობის ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 405,1 ათასი ლარით. მათ შორის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის 32,1 ათასი ლარი. მათ შორის, სკამების შესაძენად 4,4 ათასი ლარით.

 ზ) ა(ა) ი.პ. ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხარჯები განისაზღვროს 378,4 ათასი ლარით. აქედან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კულტურის სახლის რეაბილიტაციისათვის 16,9 ათასი ლარი, ხოლო საკუთარი სახსრებით ჯოყოლოს კულტურის ცენტრის რეაბილიტაციისათვის 21.0 ათასი ლარი, ქ. ახმეტის კულტურის სახლის რეაბილიტაციისათვის - 23,5 ათასი ლარი, პანკისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაციისათვის - 7.0 ათასი ლარი.

თ) ა(ა)ი.პ. ,,თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ შენახვის ხარჯები განისაზღვროს 97.0 ათასი ლარით.

ი) ალავერდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 150.0 ათასი ლარით.

კ) საგამომცემლო საქმიანობის ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 30.0 ათასი ლარით

8. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების ოდენობა განისაზღვროს 285.2 ათასი ლარით, მათ შორის:

ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 42.0 ათასი ლარით.

ბ) უფასო სასადილოების დაფინანსების ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 108.0 ათასი ლარით. მათ შორის სუბსიდირებისათვის 93.4 ათასი ლარით. არაფინანსური აქტივების ზრდა (შენობის რემონტი) - 12.0 ათასი ლარით, ინვენტარის შეძენის ხარჯები - 2.6 ათასი ლარით.

გ) სადღესასწაულო და ვეტერანთა სარიტუალო ხარჯები - 10.0 ათასი ლარი.

დ) ავადმყოფთა სოციალური დაცვის ხარჯებისათვის - 56.0 ათასი ლარი.

ე) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების ხარჯები - 38.4 ათასი ლარი; აქედან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ინვენტარის შესაძენად 3.4 ათასი ლარი;

ვ) ხანძრით, მიწისძვრით და სხვა სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური დახმარების ხარჯები - 5.0 ათასი ლარი.

ზ) მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფის ხარჯები - 20.9 ათასი ლარი. მათ შორის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 16.6 ათასი ლარი.

თ) სარიტუალო სახლების აღჭურვისათვის საჭირო ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 4.9 ათასი ლარით (მათ შორის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში - 4.9 ათასი ლარი).

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                             ა. მაილაშვილი