,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის N27/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 218/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111228021, 28/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 11/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016255
  • Word
218/ნ
28/12/2011
ვებგვერდი, 111228021, 28/12/2011
040030000.22.022.016255
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის N27/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 218/ნ

2011 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის №27/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის №27/ნ ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ III, 23.04. 2010 წ., №46, მუხ. 691) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და:

ა) 37 -ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ოთხი წლის ვადით. დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია და ავტობიოგრაფია.

ბ) 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) 42 -ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ასისტენტ-პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და სრული პროფესორის თანამდებობის დაკავება შესაძლებელია დოქტორის ხარისხის ფლობის გარეშე.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი