დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 156 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111228009, 28/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016223 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №156
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანებით (სსმ III, 2010 წ., №170, მუხ. 2449) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ადმინისტრაციული სამსახური
ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს:
ა) მაცნეს თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას;
ბ) მაცნეს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას და წარმოებას;
გ) დადგენილი წესის შესაბამისად მაცნეში კონკურსთან, ატესტაციასთან და სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;
დ) მაცნეს შინაგანაწესის შემუშავებას და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას, მაცნეს თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლს;
ე) თავმჯდომარის ბრძანებების რეგისტრაციას;
ვ) გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნორმატიული აქტების და სხვა დოკუმენტების მიღებას და ელექტრონულ აღრიცხვას;
ზ) მაცნეში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას, რეგისტრაციას და დროულად მიწოდებას მაცნეს ხელმძღვანელობისთვის;
თ) მაცნეს სტრუქტურული ერთეულების მიერ დოკუმენტების დადგენილ ვადაში შესრულების მიმდინარეობაზე ინფორმაციის აღრიცხვას და შედეგების თაობაზე თავმჯდომარის ინფორმირებას;
ი) საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგებისათვის განაცხადის მომზადებას;
კ) მაცნეს ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალური და სხვა მომსახურების ორგანიზებას;
ლ) მაცნეს მიერ დანერგილი სიახლეების პერიოდულ გაშუქებას;
მ) პრესკონფერენციების, ბრიფინგების და შეხვედრების ორგანიზებას;
ნ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას;
ო) მაცნეს მიერ განსახორციელებელი მომსახურებისათვის თანამედროვე და ნოვაციური სისტემების მოძიებას, შესწავლას და დანერგვას;
პ) მაცნეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას;
ჟ) მაცნეს ვებგვერდზე გამოგზავნილი მომხმარებელთა წერილების და წინადადებების შესწავლას და შესაბამის დამუშავებას;
რ) ნორმატიული აქტების კრებულების, კოდექსების ოფიციალური ტექსტების და სხვა იურიდიული ლიტერატურის რეალიზაციას;
ს) მაცნეს არქივში არსებული დოკუმენტების შენახვა-დაცვას და არქივის გამართულად ფუნქციონირებას.“.
3. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:
,,კ) სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვას.“.
4. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები