დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 დეკემბრის №225 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 155 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111228008, 28/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.22.027.016222 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №155
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 დეკემბრის №225 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 დეკემბრის №225 ბრძანებაში (სსმ III, 2010 წ., №159, მუხ. 2255) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი:
,,4. მაცნე უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მიერ საფასურის გადახდის გარეშე ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ისეთი დოკუმენტი, რომლის გამოქვეყნება არ არის სავალდებულო კანონმდებლობით.“.
2. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი:
„მუხლი 8. გარდამავალი დებულება
2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 თებერვლამდე, „მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზირებული ნორმატიული აქტებით ერთი წლით სარგებლობის უფლების შეძენისათვის, მომსახურების საფასურია დანართი №1-ით გათვალისწინებული საფასურის 80%.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები