დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111228002, 29/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.125.016043 |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. ტყიბული
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1.
შეტანილ იქნას ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მარტის №51 დადგენილებაში და დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები განისაზღვროს:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 20 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 1500 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე საპრიზო ფონდის - 10%
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე კვარტალში - 40 000 ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 7000 ლარი.“
მუხლი 2.
დადგენილება ძალაში შევიდეს 2012 წლის 3 იანვრიდან
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ქათამაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები