„ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.147.016017
  • Word
11
26/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
040110000.35.147.016017
„ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №11

2011 წლის  26 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის  5 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. ,,ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“  ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 დეკემბრის №7 დადგენილებით  დამტკიცებულ ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი  და 22-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიული პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.“

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება.”

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 ,,1. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.“

5. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 ,, 1. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.“

6. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  ახალი რედაქციით:

,, ე) უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს მესაკუთრე.“

7. დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის   ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,2. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და მესაკუთრს მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც აუქციონის ჩატარების დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.

8. დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,ბ) უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს მესაკუთრს მიერ მითითებულ ანგარიშზე);“

9. დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, იმ ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყის ფასს, რომლის სარგებლობის უფლებით გადაცება სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;“

10. დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,, 4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისათვის მოწყობილ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ცალ-ცალკე.“

11. დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,3. ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული პირის შეტანილი ბე ითვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში, წარდგეილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის  ბეს თანხა სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ბეს თანხა უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგნის საფუძველზე მოთხოვნიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში.“

მუხლი 2.   ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                  .  ბერუაშვილი