დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/2713 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111227006, 28/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016137 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/2713
2011 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 110414010, 14/04/2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლს დაემატოს „კ“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„კ) ხარისხის მართვის დეპარტამენტი.“
2. მე-5 მუხლს დაემატოს „კ“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„კ) ხარისხის მართვის დეპარტამენტი – სააგენტოს მიერ დასახული ხარისხის მართვის და ხარისხის მაჩვენებლების განხორციელება და კონტროლი; სააგენტოში მიმდინარე ძირითადი პროცესების ასახვა შესაბამის სახელმძღვანელო დოკუმენტში; ხარისხის მართვის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის ჩამოყალიბება, მისი დანერგვის გეგმის შემუშავება და ამოქმედება; ხარისხის მართვის დეპარტამენტის სამოქმედო სახელმძღვანელოს შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა სააგენტოს სპეციფიკის გათვალისწინებით; მომსახურების ხარისხის დონის შეფასებისა და კონტროლის ეფექტური მეთოდების შემუშავება; სააგენტოში მიმდინარე პროცესების ეფექტურობის შესახებ ინფორმაციის შეკრება-ანალიზი; სააგენტოს მომსახურების ხარისხის, ძირითადი და დამატებითი პროცესების ეფექტურობის შესაფასებელი ღონისძიებების (შემოწმება, მონიტორინგი, ინსპექტირება, შიდა აუდიტი) რეგულარული გატარება; მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, პრევენციული და გამოსასწორებელი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; მონიტორინგის შედეგების გაანალიზების საფუძველზე, ხარისხის სისტემის გაუმჯობესების ღონისძიებების დასახვა ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და გატარება; სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის მონიტორინგისა და კონტროლის შედეგების გაცნობა; ხარისხის სისტემის ეფექტურობის ყოველწლიური შეფასება და ანალიზი, მისი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით; ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დ. გიორგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები