დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის №7-41 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13-69 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 23/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111226051, 28/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.36.101.016087 |
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №13-69
2011 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის №7-41 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის №7-41 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში (,,საქართველოს რესპუბლიკა”, 11.07.2007, №133) და ინსტრუქციის 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტებისთვის 2013 წლის 1 იანვრამდე გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მოსაკრებელი გადახდილ იქნეს ამ ინსტრუქციის 43 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი გრაფიკის თანახმად, შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემიდან ერთი წლის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებამდე. აღნიშნული არ ვრცელდება 62 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე”.
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები