„ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-65 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 13-64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 23/12/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111226046, 28/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010340000.36.101.016082
  • Word
13-64
23/12/2011
ვებგვერდი, 111226046, 28/12/2011
010340000.36.101.016082
„ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-65 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება 13-64

2011 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-65 გადაწყვეტილებაში   ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

 1. „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-65 გადაწყვეტილებით (სსმ V, №21, 03.09.2010, მუხ. 580) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 მუხლს:

ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონის ორგანიზება, ჩატარება, შედეგების გაფორმება და აუქციონთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რაც არ არის დარეგულირებული წინამდებარე წესის მიხედვით, რეგულირდება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისთვის დადგენილი წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

ა.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონის ბე-ს (საბანკო გარანტიის) ოდენობას განსაზღვრავს ქ.თბილისის მთავრობა  ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში“.

b) მე-3 მუხლის  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

11. აუქციონში გამარჯვებულის თხოვნის საფუძველზე, ასევე აუქციონში გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულს ბე-ს სახით გადახდილი თანხა უკან არ უბრუნდება“.

) მე-9 მუხლის:

.ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) აგრეთვე სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნს ქ. თბილისის მთავრობის მიერ, მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტებს. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენის ვადას განსაზღვრავს უფლებამოსილი ორგანო. ვადა აითვლება მოთხოვნის მიღებიდან .

g.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადების წარდგენიდან კანონით დადგენილ ვადაში, საამისოდ უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას და ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემი ქონების პირობებს“.

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                  ზ. სამადაშვილი