,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13-63
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 23/12/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111226045, 28/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 040110030.36.101.016081
  • Word
13-63
23/12/2011
ვებგვერდი, 111226045, 28/12/2011
040110030.36.101.016081
,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება 13-63

2011 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების  აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებით (სსმ V, №21, 03.09.2010, მუხლი 578, გვ.9)  დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-2 მუხლის ,, ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) აუქციონი (საჯარო აუქციონი, ელექტრონული აუქციონი, პირობებით გამოცხადებული აუქციონი, განმეორებითი ან ვადაგაგრძელებული აუქციონი) – ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის აუქციონზე გატანილი/საპრივატიზებო ქონების (უძრავი და მოძრავი ნივთები, აქციები, წილი, სარგებლობის უფლება და სხვ.) საჯარო რეალიზაცია, სადაც აუქციონატორი წარმოადგენს ოფერენტს, ხოლო აქცეპტანტი ხდება აუქციონის გამარჯვებული მონაწილე; ;

ბ)  მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) აუქციონატორი – ქ. თბილისის მთავრობის წარმომადგენელი (რწმუნებული პირი), – ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული საპრივატიზაციო ქონების დადგენილი ფასით და პირობებით აუქციონის გზით რეალიზაცია, აუქციონატორი აუქციონის შედეგების გაფორმებისას მოქმედებს, როგორც აუქციონზე გატანილი/საპრივატიზებო ქონების მესაკუთრე; ;

გ) მეორე მუხლის  „ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) ლოტი – ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრულ აუქციონზე გატანილი/საპრივატიზებო ქონება (უძრავ-მოძრავი ნივთები, აქციები, წილი, სარგებლობის უფლება და სხვ.). ერთ ლოტში შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე  ობიექტი; ;

დ)  მეორე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) საწყისი ფასი – ქ. თბილისის მთავრობის მიერ აუქციონზე გატანილ/საპრივატიზებო  ქონებაზე დადგენილი სააუქციონო კონკურენციის დასაწყები ფასი .

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       ზ.  სამადაშვილ