„ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13-61
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 23/12/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111226043, 28/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 200130000.36.101.016079
  • Word
13-61
23/12/2011
ვებგვერდი, 111226043, 28/12/2011
200130000.36.101.016079
„ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება № 13-61

2011 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „ ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

 1. „ ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილებაში (სსმ 10.02.2011წ.) შეტანილ იქნე ს შემდები სახის ცვლილება:

ა ) გადაწყვეტილების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,, ბ1“ პუნქტი:

„ ბ1. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისთვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 პროცენტს” ;

ბ )  გადაწყვეტილების მე-2 მუხლის ,, გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ გ) ფიზიკური პირისთვის: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის) და საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, რომელზედაც დამაგრებულია უძრავი ქონება, იახტების (კატარღების) თვითმფრინავების, შვეულმფრენების; არარეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფლობელობაში ან/ და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე) – დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და შეადგენს:

გ.ა) 100000 (ასი ათასი) ლარამდე შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს;

გ.ბ) 100000 (ასი ათასი) ლარი და მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ს;“;

გ) გადაწყვეტილებიდან ამოღებულ იქნეს მე-5 და 61 მუხლებ ი.

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

     საკრებულოს თავმჯდომარე                                                                    ზ.  სამადაშვილი