,,ქ.თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის N11-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,ქ.თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის N11-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13-59
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 23/12/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111226041, 28/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 330130000.36.101.016077
  • Word
13-59
23/12/2011
ვებგვერდი, 111226041, 28/12/2011
330130000.36.101.016077
,,ქ.თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის N11-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება 13-59

2011 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ქ.თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის 11-4  გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: „ქ. თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ წესში, შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა)    წესის მე -2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1“ და ,,დ2“  ქვეპუნქტები:

,,დ1. ზონა არის სასაფლაოს ნაწილი, რომელიც დამტკიცებულია  ქ. თბილისის მთავრობის მიერ და რომელიც  განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალად. ზონა  შესაძლებელია შედგებოდეს სექტორებისგან;

,,დ2. სექტორი არის ქ. თბილისის მთავრობის მიერ დამტკიცებული მიწის ნაკვეთი, რომელშიც მოქცეულია საფლავების ერთი ან რამდენიმე რიგი.“ .

ბ)  წესის მე -3 მუხლის მე -6 პუნქტს ,,ა“ ქვეპუნქტ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, ა) დ საფლავებისთვის ზონების, ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფა და მათი გამოყენების რიგითობა .

გ)  წესის მე -3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

,, 61 . საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე დაკრძალვისთვის გამოყოფილი თავისუფალი  მიწის ნაკვეთი შედგება არა უმეტეს 5 ზონისგან. ზონების რიგითობას, ზონის დადგენის და აღნიშნულ ზონებში საფლავების გამოყოფის წესებს და ფასებს განსაზღვრავს ქ. თბილისის მთავრობა. ზონების რიგითობა განისაზღვრება სამანქანო გზიდან დაშორების ან/და მიწის ნაკვეთის რელიეფის გათვალისწინებით.  მე -5 ზონის გამოყოფა სავალდებულოა და აღნიშნულ ზონაში განთავსებული ერთ და ორადგილიანი საფლავების გამოყოფა უფასოა. საქალაქო სასაფლაოზე მე -5 ზონაში განლაგებული  თავისუფალი საფლავების რაოდენობა  უნდა იყოს  იმავე სასაფლაოზე თავისუფალი საფლავების რაოდენობის არანაკლებ  40%. მე -5 ზონის გარეთ არსებულ თავისუფალ მიწის ნაკვეთზე სხვა ზონების რიგითობა დამოკიდებულია არსებულ რელიეფსა და ინფრასტრუქტურაზე, ხოლო საფლავის გამოყოფის ფასი განისაზღვრება სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კერძო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფის ფასის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში , საქალაქო სასაფლაოზე მე -5 ზონის გარეთ არსებულ ზონებში საფლავის გამოყოფის ფასი არანაკლებ 20% -ით ნაკლები უნდა იყოს კერძო სასაფლაოებზე არსებულ ფასებზე“ .    

დ) წესის მე -4 მუხლის მე -3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

ა) საგვარეულო სამარხის არქონის შემთხვევაში,  მე -5 ზონაში , ქ. თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ,  მოახდინოს უფასოდ ერთ ან  ორადგილიანი საფლავის გაცემა ;

ე) წესს დაემატოს  მე -8 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

     „მუხლი 8.  საქალაქო სასაფლაოების მართვის, სასაფლაოების მოვლა-პატრონობის  და შესაბამისი მომსახურების ელექტრონიზაცია

1. ამ წესის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის დროს , საქალაქო სასაფლაოების მმართველის მიერ ელექტრონული და მატერიალური ფორმით მიღებულ ან/და გაცემულ დოკუმენტს ან/და ინფორმაციას აქვს თანაბარი იურიდიული ძალა“ .

2. ქ. თბილისის მთავრობამ უზრუნველყოს სათანადო პირობების მომზადება საქალაქო სასაფლაოებზე დაკრძალულ პირთა ერთიანი საინვენტარიზაციო ელექტრონული სისტემის დამუშავების და მონაცემთა აღრიცხვის, საწარმოს საარქივო მონაცემების გეო საინფორმაციო ბაზაში განთავსების, მართვის და მომსახურების ელექტრონიზაციის განსახორციელებლად. 

3. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავმჯდომარე                                  ზ. სამადაშვილი