დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16/9 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111226039, 29/12/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250030.35.157.016076 |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16/9
2011 წლის 23 დეკემბერი
ქ.თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 326 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელსაც არ მიეცემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/7 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი სარგო, საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილებისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ზღვრული მოცულობა თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე გ.მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები