დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16/8 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111226038, 29/12/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.35.157.016075 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2011 - 07/06/2024)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16/8
2011 წლის 23 დეკემბერი
ქ.თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი:
ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 40000 ლარი;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტების გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 5000 ლარი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 28 თებერვლის №2/4 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესისა და საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის მოსაკრებლის დაწესების შესახებ“.
3. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე გ.მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები