დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.137.016036 |
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 25
2011 წლის 23 დეკემბერი
დაბა ადიგენი
„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
1. „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №24 დადგენილებით (სსმ V, №29, 24.09.2010.) დამტკიცებულ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულებაში (დანართი №1) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
1. მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში ფუნქციონირებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი – სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება, რომლის ფუნქციებია: მუნიციპალური შესყიდვების გეგმის შემუშავება, შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელება, მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგებების მომზადება და მათი შესრულების კონტროლი, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების და მათი სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით“.
ბ) მეორე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სამსახურის მოხელეებისგან:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტი მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში;
გ) მთავარი სპეციალისტი პირველადი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხებში;
დ) უფროსი სპეციალისტი პირველადი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხებში;
ე) უფროსი სპეციალისტი პირველადი ბუღალტრული აღრიცხვისა და ხაზინასთან ურთიერთობის საკითხებში;
ვ) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი;
ზ) მთავარი სპეციალისტი სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში;
თ) უფროსი სპეციალისტი პირველადი ბუღალტრული აღრიცხვისა და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზების საკითხებში;
ი) უფროსი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში;
კ) სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში“.
გ) მესამე მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, პასუხისმგებელია განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის დავალებით მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე;
ბ) ახორციელებს საერთო კონტროლს და ზედამხედველობას განყოფილების მოხელეთა მხრიდან ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების მოსამსახურეთა შორის;
დ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) სამსახურის უფროსს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებს;
თ) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე“.
დ) მესამე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. მთავარი სპეციალისტი (უფროსი სპეციალისტი პირველადი ბუღალტრული აღრიცხვისა და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზების საკითხებში) სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;
ბ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგებების პროექტების მომზადებას, მათი შესრულების კონტროლს;
გ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;
დ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას;
ე) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;
ვ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;
ზ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
6. უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტი) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობაზე, აღჭურვაზე, რემონტზე, კეთილმოწყობაზე, დაგვა-დალაგებაზე, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვაზე ზედამხედველობას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;
დ) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების საოფისე მასალებით მომარაგებას;
ე) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;
ვ) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ენდელაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები