„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 18/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.137.016035
  • Word
24
23/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
010260020.35.137.016035
„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №24

2011 წლის 23 დეკემბერი

დ. ადიგენი

 „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

1. „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №21 დადგენილებით (სსმ V, №29, 24.09.2010.) დამტკიცებულ ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში (დანართი №1) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1. მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური

მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა“.

ბ) ამოღებულ იქნეს მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები.

გ) ამოღებულ იქნეს მესამე მუხლის მე-8 პუნქტი.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     გ. ენდელაძე