დმანისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

დმანისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21-51
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111226021, 28/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 03/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 28/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.156.016081
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
21-51
23/12/2011
ვებგვერდი, 111226021, 28/12/2011
210070000.35.156.016081
დმანისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/12/2011 - 26/06/2024)

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21-51

2011 წლის 23 დეკემბერი  

ქ. დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის ნორმატიული აქტების შესახებ 25-ე მუხლის თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20000 ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარი;

 გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

 დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 40000 ლარი;

 ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 5000 ლარი.

    მუხლი 2

დადგენილების ძალაში შესვლიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს დმანისის მუნიციპალიტეტის 2007 წლის 27 თებერვლის №61 დადგენილება.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაში შედის 2012 წლის 3 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე    ბ. მგელაძე