„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111226006, 29/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 18/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016043
  • Word
30
23/12/2011
ვებგვერდი, 111226006, 29/12/2011
010260020.35.135.016043
„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 დადგენილება №30

2011 წლის 23 დეკემბერი

დაბა შუახევი

„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

 „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №17 დადგენილებაში (სსმ, 34., 06.10.2010 წ., მუხ. 982) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ერთეულები

ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) იურიდიული და საკადრო განყოფილება;

გ) ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულებას დაემატოს 61 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 61. ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციები

ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება:

ა) ახორციელებს ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს განვითარების მიზნით კონცეფციების და შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების პროექტების მომზადებას, პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

ბ) უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის საქმეში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას;

გ) ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრების, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

დ) ნიჭიერი მოზარდებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველი, ინვალიდი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და მოზარდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას.

ვ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

საკრებულოს თავმჯდომარე  ი. ქათამაძე