დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10624 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 25/11/2011 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111226001, 27/12/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016025 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №10624
2011 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 02 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. საგადასახადო მონიტორინგის სამმართველო
1. საგადასახადო მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელთა მიმართ დათვალიერების პროცედურის ჩატარების, აგრეთვე საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების თაობაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის ადგილზე არსებულ ობიექტებზე განსახორციელებელი საგადასახადო მონიტორინგის დაგეგმვა, ორგანიზება და პროცესის კოორდინირება;
გ) საგადასახადო მონიტორინგის პროგრამის მომზადება, თითოეული ობიექტის მიხედვით საგადასახადო მონიტორინგის დაწყების თარიღის, ხანგრძლივობის, სამუშაო გრაფიკის, საგადასახადო მონიტორინგს დაქვემდებარებული ეკონომიკური საქმიანობის სახის/სახეების, საგადასახადო მონიტორინგის ტიპის, საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების კონკრეტული ადგილის ან/და ეკონომიკური საქმიანობის პერიმეტრის/მოძრაობის მარშრუტისა და განრიგის განსაზღვრა;
დ) საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების ადგილებზე მონაცემთა აღრიცხვის ჟურნალის ფორმების შემუშავება, საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების უზრუნველყოფა აუცილებელი ტექნიკური საშუალებების (მათ შორის, ვიდეოკონტროლი, მრიცხველები, ნიშანდებები და სხვა) გამოყენებით;
ე) საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებისას, მოპოვებული ინფორმაციის შესწავლა და შედეგების გამოყვანა, მოპოვებული ინფორმაციისა და მასალების აღრიცხვა-სისტემატიზაცია;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების ადგილებზე, აგრეთვე დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ალტერნატიული აუდიტის ფარგლებში განხორცილებული შემოწმებისას გადასახადის გადამხდელთა მიმართ მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების მიზნით, გადასახადის გადამხდელის შესახებ ზოგადი ინფორმაცია შესაძლებელია მიღებული იქნეს შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლისგან.“.
2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 02 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენეციის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10):
ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად.“.
ბ) 91 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ძველი თბილისისა და დიდგორის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის, მცხეთა-მთიანეთის სექტორების თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად.“.
გ) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოების თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად.“.
3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ჯ. ებანოიძე
დოკუმენტის კომენტარები