დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №23/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111223054, 26/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.18.011.016048 |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №110/04
2011 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №23/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №23/01 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 61 და 62 პუნქტები:
„61. მზღვეველისათვის ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევისას, მზღვეველი ჯარიმდება, დარღვევის დღისათვის თითოეული დარღვეული პარამეტრის ოდენობის 5%-ით, მინიმუმ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
62. მზღვეველისათვის ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევისას, ამ სახეობაში ახალი ვალდებულების აღების შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება (ბრუტო) საგარანტიო/სადაზღვევო თანხის 5%-ის, მინიმუმ 5 000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გ. ქადაგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები