დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №51/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 109/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111223053, 26/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.18.011.016047 |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №109/04
2011 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №51/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 67 -ე მუხლის მე -4 და მე -5 პუნქტების თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №51/01 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე -5 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვისათვის – რეზერვის ნაშთი, რომელიც გამოითვლება მთლიანი განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვიდან დაქვითვის კომპონენტების გამოკლებით. განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვის დაქვითვის კომპონენტებია:
ბ.ა) ამ რეზერვში გადამზღვევლის წილი, ამ წესის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ.ბ) მზღვეველის მიერ გადახდილ ზარალებთან დაკავშირებული მოთხოვნები გადაზღვევიდან, ამ წესის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ.გ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების – „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ – ფარგლებში მოქმედი მზღვეველის დავალიანება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებთან;
ბ.დ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების – „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ – ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №35/01 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის“ მე -6 მუხლის მე -3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული კაპიტაციის ოდენობა, გარდა ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ” ქვეპუნქტით გათვალიწინებული ოდენობებისა.
გ) მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვისათვის – რეზერვის მთლიანი ოდენობა. ამასთან, მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვისათვის დაქვითვის კომპონენტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების – „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ – ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №35/01 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის“ მე -7 მუხლის შესაბამისად გაანგარიშებული მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვის ოდენობა.“.
მუხლი 2. ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია მზღვეველის და მის მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია დეტალურად იქნეს განსაზღვრული იმ აქტივების ჩამონათვალი და სტრუქტურა, რომლებიც დასაშვებია მზღვეველის მიერ შექმნილი სადაზღვევო რეზერვების დასაფარად.
მუხლი 3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გ. ქადაგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები