„სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №35/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №35/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 108/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 23/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111223052, 26/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 290160000.18.011.016046
  • Word
108/04
23/12/2011
ვებგვერდი, 111223052, 26/12/2011
290160000.18.011.016046
„სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №35/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №108/04

2011 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის 35/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 67 -ე მუხლის მე -4 და მე -5 პუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ:   

მუხლი 1. „სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის 35/01 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „დაზღვევის  შესახებ“ საქართველოს კანონის  მე -2  მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია მზღვეველის ყოველკვარტალური სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ეროვნული ბანკისათვის წარდგენის ვადებში ეროვნულ ბანკში წარადგინოს დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული წერილი, რომელიც ადასტურებს ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ საანგარიშო პერიოდში აღებული სადაზღვევო ვალდებულებების შესაბამისი სადაზღვევო რეზერვების შექმნას, დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის რეგისტრაციის ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. ზემოაღნიშნული ფილიალი/ წარმომადგენლობა აგრეთვე ვალდებულია წარადგინოს ეროვნულ ბანკში დამფუძნებელი სადაზღვევო/გადაზღვევის ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგება. უკანასკნელის წარდგენის პერიოდულობა უნდა ემთხვეოდეს ამ ორგანიზაციის რეგისტრაციის ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგების შედგენის პერიოდულობას.“.

2. მე -10 მუხლი ამოღებულ იქნ ს.

მუხლი 2 . ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია მზღვეველის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების საჭიროებით, რომლისთვისაც აუცილებელია მზღვეველის მიერ შექმნილ იქნს სადაზღვევო რეზერვები, რომლებიც უზრუნველყოფს მზღვეველის ფინანსურ სტაბილურობას.

მუხლი 3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე