დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111223049, 26/12/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.35.152.016066 |
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2011 წლის 23 დეკემბერი
ქ. დუშეთი
,,დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის № 39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის № 39 დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ში (სსმ 06/10/2010 წ. ) შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ც. საძაგლიშვილი
დანართი №1
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (ლარებში) |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2 | თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 3 | კომისიის თავმჯდომარე | 650 |
| 4 | ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| 5 | აპარატის უფროსი | 700 |
| 6 | მთავარი სპეციალისტი | 420 |
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა და გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (ლარებში) |
| 1 | გამგებელი | 2360 |
| 2 | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 3 | სამსახურის უფროსი | 700 |
| 4 | განყოფილების უფროსი | 500 |
| 5 | გამგებლის თანაშემწე | 450 |
| 6 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გამგეობის რწმუნებული | 400 |
| 7 | მთავარი სპეციალისტი | 420 |
| 8 | წამყვანი სპეციალისტი | 380 |
| 9 | უფროსი სპეციალისტი | 350 |
| 10 | სპეციალისტი | 250 |
|
| სახანძრო-სამაშველო სამსახური |
|
| 11 | სამსახურის უფროსი | 700 |
| 12 | ინსპექტორი (მოადგილე) | 460 |
| 13 | რაზმის უფროსი | 312 |
| 14 | მეხანძრე | 300 |
| 15 | დისპეტჩერი | 190 |
| 16 | მძღოლი | 282 |
| 17 | დამლაგებელი | 180 |
| 18 | დისპეტჩერი რეზერვისტი | 190 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები