დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 484 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111223039, 26/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.016644 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №484
2011 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 17/02/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. №1 დანართის (ფსიქიკური ჯანმრთელობა):
ა) მე‑6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 10,615.5 ათასი ლარით, დანართი 1.7‑ის მიხედვით.“;
ბ) დანართი 1.7 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 1.7 – პროგრამის ბიუჯეტი
| კომპონენტი | ღონისძიება | ბიუჯეტი (ლარებით) |
| 1. ამბულატორიული მომსახურება | ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება | 2,734,000 |
| ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია | 47,000 | |
| ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა | 75,500 | |
| 2. სტაციონარული მომსახურება | მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება (მე-3 მუხლის „ბ.ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება) | 7,457,000 |
| ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება | 99,000 | |
| ფსიქოზური რეგისტრის აშლილობების მქონე პაციენტთა ურგენტული სტაციონარული მომსახურება | 45,000 | |
| ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება | 144,000 | |
| 3. ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია |
| 14,000 |
| სულ: | 10,615,500.“. | |
2. №2 დანართის (ინფექციური დაავადებების მართვა) მე‑6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3,000.0 ათასი ლარით.“.
3. №3 დანართის (ტუბერკულოზის მართვა):
ა) მე-4 მუხლის მე‑5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით. ამასთან, მე-3 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების თვის ლიმიტი არის 20,175 ლარი.“;
ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 8 227 200.0 ლარით, დანართი 3.3-ის შესაბამისად.“;
გ) დანართი 3.3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 3.3 – პროგრამის ბიუჯეტი
| № | ღონისძიება | ბიუჯეტი (ლარებით) | |
| 1 | ამბულატორიული მომსახურება | 2,850,000 | |
| 2 | რეფერენს კონტროლის კომპონენტი (მათ შორის, რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის სრულყოფის ღონისძიებები) | 859,650 | |
| 2.1 | რეფერენს ლაბორატორია | 419,650 | |
| 2.2 | ზედამხედველობა | 96,000 | |
| 2.3 | რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის სრულყოფის ღონისძიებები (2011 წლის 1 ოქტომბრამდე) | 344,000 | |
| 3 | სტაციონარული მომსახურება (მათ შორის, რეზისტენტული ფორმების მკურნალობა) | 4,466,000 | |
| 4 | იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში ტუბერკულოზის ლაბორატორიული მომსახურების პილოტური განხორციელება (2011 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით) | 11,200 | |
| 5 | დასავლეთ საქართველოში, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში ტუბერკულოზის ლაბორატორიული მომსახურების პილოტური განხორციელება (2011 წლის 1 ნოემბრიდან) | 40,350 | |
| სულ: | 8,227,200.“. | ||
4. №5 დანართის (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა):
ა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4,521.8 ათასი ლარით, დანართი 5.6-ის შესაბამისად.“;
ბ) დანართი 5.6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 5.6 – პროგრამის ბიუჯეტი
| № | მომსახურებები | ბიუჯეტი (ლარებით) |
| 1 | ანტენატალური მეთვალყურეობა | 2,094,000 |
| 2 | მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა | 1,469,000 |
| 3 | გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა | 188,800 |
| 4 | ორსულებში B ჰეპატიტის და აივ-ინფექციის/შიდსის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებით უზრუნველყოფა | 99,000 |
| 5 | ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე | 671,000 |
|
| სულ: | 4,521,800.“. |
5. №7 დანართის (სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტია 590 ათასი ლარი, აქედან:
ა) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ბიუჯეტი განისაზღვრა 490 ათასი ლარით;
ბ) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ბიუჯეტი განისაზღვრება 100 ათასი ლარით.“.
6. №9 დანართის (ანტირაბიული დახმარება) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 377.4 ათასი ლარით.“.
7. №14 დანართის (ონკოლოგიურ დაავადებათა მართვა) დანართი 14.2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 14.2
| ღონისძიება | წლიური ბიუჯეტი (ათასი ლარი) |
| ონკოლოგიური (მათ შორის, ნეიროონკოლოგიური) დაავადებების მქონე მოზრდილ პაციენტთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა | 3,595.0 |
| ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე მოზრდილ პაციენტთა ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა | 271.8 |
| ონკოლოგიური (მათ შორის, ნეიროონკოლოგიური) დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა | 516.6 |
| ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა | 1,274.0 |
| სულ: | 5,657.4.“. |
8. №17 დანართის (ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 706.1 ათასი ლარით, მათ შორის:
ა) ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის კომპონენტი – 212.0 ათასი ლარი;
ბ) ონკოინკურაბელურ და აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულ ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობის კომპონენტი – 300.0 ათასი ლარი;
გ) 18 წლამდე ასაკის ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობის კომპონენტი – 194.1 ათასი ლარი.“.
9. №20 დანართის (სოფლის ექიმი) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 15,140.1 ათასი ლარით, მათ შორის:
ა) ამბულატორიული მომსახურება სოფლად – 11,826.0 ათასი ლარი;
ბ) ამბულატორიული მომსახურება სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში – 3,314.1 ათასი ლარი.“.
10. №22 დანართის (3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 11,904.5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) სტაციონარული დახმარება – 11,464.5 ათასი ლარი;
ბ) გადაუდებელი დახმარება – 440.0 ათასი ლარი.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 22 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები