„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 483
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111223038, 26/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016643
  • Word
483
21/12/2011
ვებგვერდი, 111223038, 26/12/2011
010240030.10.003.016643
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 483

2011 წლის 21 დეკემბერი

. თბილისი

 „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 460) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“, „გ.ე“, „გ.ზ“ და „გ.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დირექტორებს; კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“, „გ.მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და „გ.კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს;“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ7“, „ჰ8“ და „ჰ9“ ქვეპუნქტები:

„ჰ7) შეიმუშავებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო გეგმას  და სხვა პროგრამებს  და ხელს უწყობს მათ დანერგვას;

8) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამებს;

9) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ატარებს სხვადასხვა კვლევას.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა.თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.კ“ და „ა.ლ“ ქვეპუნქტები:

„ა.კ) ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი;

ა.ლ) პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტი;“;

გ) „გ.ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 41 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 41 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები:

„10. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ზოგადი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება,  განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება;

ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ ზოგადი განათლების განვითარების სფეროში მიმდინარე საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

გ) ზოგადი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;

დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში,  ზოგადი განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია;

ე) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩატარება;

ვ) სასწავლო პროცესში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების ხელშეწყობა სხვადასხვა პროგრამისა თუ პროექტის განხორციელებით;

ზ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნაში მონაწილეობა;

თ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. სასკოლო ინიციატივებთან დაკავშირებული, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციაზე ორიენტირებული და საერთაშორისო პროგრამების შემუშავება, განხორციელება;

ი) ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება-განხორციელება;

კ) მულტილინგვური განათლების განვითარება და მისი დანერგვის ხელშეწყობა;

ლ) სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამების შემუშავება;

მ) საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავება, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის/საგნების პროგრამის პილოტირება და მისი დანერგვის ხელშეწყობა;

ნ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისთვის სხვადასხვა კვლევის ჩატარება, ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამების, მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესის, სახელმძღვანელოების ეფექტიანად გამოყენების და სასწავლო მეთოდიკის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით;

ო)  სასწავლო გეგმების საზღვარგარეთულ ცენტრებთან კავშირის დამყარება;

პ) სხვადასხვა საგანმანათლებლო სექტორში წარმატებული ქვეყნების ეროვნული სასწავლო გეგმის პროგრამების საკითხების კვლევა,  შედარებითი ანალიზის მომზადება და ამის საფუძველზე  ეროვნული სასწავლო გეგმისთვის რეკომენდაციების შემუშავება;

ჟ) ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებზე დაფუძნებული დამხმარე სასწავლო მასალების კლასიფიკატორის შემუშავება ყველა საგნისა და საფეხურისათვის;

რ) საგანმანათლებლო ტერმინებისა და ცნებების განმარტებითი ლექსიკონის შემუშავება;

ს) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო გეგმისა და სხვა პროგრამების შემუშავება და მათი დანერგვის ხელშეწყობა;

ტ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება. 

11. პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) პროფესიული განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება,  განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება;

ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ პროფესიული განათლების განვითარების სფეროში მიმდინარე საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, პროფესიული განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია;

დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში ღია კონკურსის საფუძველზე პროექტების დაფინანსება და პროექტების განხორციელებაზე კონტროლის დაწესება;

ვ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების, დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;

ზ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს ჩამოყალიბებაში  მონაწილეობა;

თ) საინფორმაციო ცენტრების ჩამოყალიბება, საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;

ი) პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;

კ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნაში მონაწილეობა;

ლ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;

მ) სამინისტროსათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური და ხელმისაწვდომი განათლების ფორმების დანერგვაში კონსულტაციის გაწევა;

ნ) ინკლუზიური განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება;

ო) ინკლუზიური განათლების გაძლიერება ინკლუზიური განათლების მოდელის შესაბამისად;

პ) ინკლუზიური განათლების განვითარების სფეროში მიმდინარე საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

ჟ) ინკლუზიური განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;

რ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში,  ინკლუზიური განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია;

ს) ინკლუზიური განათლების  ზოგადი განათლების სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობა;

ტ) სკოლების, რომლებიც სპეციალიზებულია განვითარების შეფერხების, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეთა განათლების მიმართულებით, მეთოდოლოგიური განვითარება;

უ) ინკლუზიური განათლების მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა;

ფ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი        ნ. გილაური