,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111223036, 28/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016082
  • Word
53
23/12/2011
ვებგვერდი, 111223036, 28/12/2011
010250020.35.149.016082
,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტი

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №53

2011 წლის 23 დეკემბერი

ქ. კასპი

„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითრების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №16 დადგენილებაში (სსმ, №28, 22.09.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის –განყოფილებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია სოფლის მეურნეობის განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი:

    „მუხლი 4. განყოფილების ფუნქციები

1. განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;

ბ) სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილი ღონისძიებების ხელშეწყობას;

გ) შეიმუშავებს წინადადებებს კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სარწყავ-საირიგაციო სისტემების შესახებ;

დ) აწარმოოს სტატისტიკა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამუშავებული სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და მიღებული მოსავლის შესახებ, ასევე დასამუშავებელი სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შესახებ.“.

გ) ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტი.

 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ. მესროფაშვილ