დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111223032, 28/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.149.016078 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/12/2011 - 20/01/2012)
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №49
2011 წლის 23 დეკემბერი
ქ. კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ’’ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 ივნისის №72 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მესროფაშვილი
დანართი
კასპის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. ეს დებულება განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ-ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, აწესრიგებს მოხელეთა უფლება-მოვალეობებს.
2. სამსახური წარმოადგენს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს.
3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’, საქართველოს კანონები „საჯარო სამსახურის შესახებ’’, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ’’, საქართველოს მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს დებულება.
4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით.
5. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. კასპი, ტაბიძის ქ,№7
მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები:
სამსახურის ფუნქციებს წარმოადგენს:
ა) შესაბამისი საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება კასპის მუნიციპალიტეტის საზღვრებში;
ბ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა სახანძრო სალიკვიდაციო სამუშაოებში.
გ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება.
დ) სახანძრო ძალებისა და საშუალებების მართვის ერთიანი სისტემების შექმნა.
ე) სხვადასხვა სახეობის სამსახურებთან ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება.
ვ) სახანძრო ძალებისა და საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
ზ) ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებისათვის სახანძრო ძალებისა და საშუალებების გამოყენება;
თ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების ორგანიზება და განხორციელება.
ი) გამოძახების მიღების და რეგისტრაციის, აგრეთვე საინფორმაციო სისტემების მუშაუნარიანობის უზრუნველყოფა;
კ) დიდი ხანძრების, აგრეთვე ავარიების, კატასტროფების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში სახანძრო დაცვის მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის ჩაბმის ორგანიზება;
ლ) ხანძრის, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სახანძრო სიტუაციის შემთხვევაში სხვა სახანძრო ძალებისა და საშუალებების ჩაბმა;
მ) სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შესრულებაში მონაწილეობა.
ნ) სრულყოს თანამშრომელთა ფიზიკური, თეორიული, სპეციალური და ფსიქოლოგიური მომზადება; მზად იყოს საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად.
ო) აღმოუჩინოს დახმარება განსაცდელში მყოფ ადამიანებს;
პ) განახორციელოს დაზარალებულთა მოძიება, მიიღოს ზომები მათ გადასარჩენად, აღმოუჩინოს მათ პირველადი და სხვა სახის დახმარება;
ჟ) საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას დაიცვას სამაშველო სამუშაოების ჩატარების ტექნოლოგია, შეასრულოს რეაგირების ძალების ხელმძღვანელობის ბრძანებები;
რ) მოსახლეობას განუმარტოს უსაფრთხოების მოთხოვნები საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით და მისი წარმოშობის შემთხვევაში აუცილებელი მოქმედების თანმიმდევრობის შესახებ;
ს) მიიღოს მონაწილეობა ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში;
ტ) საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს მეზობელ მუნიციპალიტეტებში სამაშველო საქმიანობაში;
უ) საცხოვრებელი სახლების ხანძრების ლიკვიდაციის დროს მონაწილეობს მატერიალურ ფასეულობათა გადარჩენაზე.
ფ) დაიცვას უსაფრთოების წესები სამუშაოების შესრულებისას;
ქ) შეასრულოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობები.
მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 4. სამსახურის მართვა და პერსონალი
1. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოხელეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოხელეთა შვებულებების გამოყენების, მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
მუხლი 5. სამსახურის პერსონალი
1. სამსახურის პერსონალი შედგება მოხელეებისაგან, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო განრიგით.
2. სამსახურის მოხელეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. სამსახურის მოხელეები:
ა) სამსახურის უფროსს წარუდგენენ თავიანთი საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
ბ) საკუთარი მოვალეობების შესრულებისას ხელს აწერენ მომზადებულ დოკუმენტაციას, იძლევიან სათანადო დასკვნებს, შეისწავლიან და წარმოადგენენ წინადადებებს, პროექტებს და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას მათზე დაკისრებული მოვალეობებისა და ცალკეული დავალებების ფარგლებში;
გ) ასრულებენ ამ დებულებით, შინაგანაწესით, გამგებლის, გამგებლის მოადგილის და სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მოვალეობებსა და ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 6. სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს კასპის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას.
2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სამსახურის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს კასპის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები