„სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 481
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111223017, 23/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 07/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 390040000.10.003.016641
  • Word
481
21/12/2011
ვებგვერდი, 111223017, 23/12/2011
390040000.10.003.016641
„სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 481

2011 წლის 21 დეკემბერი

. თბილისი

სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს 240 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს 240 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, 100, მუხ­ლი 1495) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცე­ბული წესის:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სამინისტრო სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექ­ტი­რების საკითხს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინ­ფორ­მაციასა და დოკუმენტებთან  ერთად, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასე­ვე, აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამ­მარ­თველოს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აჭარის სატყეო სააგენტოს.“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ორგანო(ები)ს მი­ერ საკითხის შეთანხმების შემდგომ, სამინისტრო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ან/და კანონ­მდე­­ლობით გათვალისწინებული მისი უფლებამოსილებების გან­ხო­­­ცი­ელების უზრუნველყოფის მიზნით, იღებს გადაწყვეტილებას სა­ხე­­მწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შესახებ და მი­მარ­თავს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებისათვის.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

     პრემიერ-მინისტრი                                                                                         . გილაური