ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოთა ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის), ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოთა ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის), ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111223005, 29/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.139.016046
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
32
20/12/2011
ვებგვერდი, 111223005, 29/12/2011
040090000.35.139.016046
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოთა ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის), ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2011 - 09/03/2012)

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოთა ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის), ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №32

2011 წლის 20 დეკემბერი

ქ. ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ  დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოთა ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის), ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად:

    მუხლი 1

დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოთა  ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის), ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი, დანართი 1-ის თანახმად.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                  ბ. ქურდაძე

 

დანართი 1

 

 ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოთა  ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი

    მუხლი 1. ძირითადი საშუალებების განკარგვის ფორმები

1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოთა  (შემდგომში – იურიდიული პირი) ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება ამ პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

2. იურიდიული პირის ქონების განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) მიმართ გამოიყენება ეს წესები, თუკი მისი სადამფუძნებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. ქონების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით:

ა) ბალანსიდან ჩამოწერა;

ბ) რეალიზება.

4. იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია:

 ა) იჯარით;

 ბ) ქირავნობით;

 გ) უზუფრუქტით;

 დ) თხოვებით.

5. მუნიციპალიტეტთან  შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სხვა ფორმებიც.

    მუხლი 2. იურიდიული პირისთვის დამფუძნებლის მიერ ქონების გადაცემა

მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს    ქონებაში განახორციელოს შენატანები ნებისმიერი ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების სახით.

    მუხლი 3. ინვენტარიზაციის ჩატარება

იურიდიულ პირში ინვენტარიზაცია ტარდება  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის №605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” თანახმად.

    მუხლი 4. საინვენტარიზაციო კომისია

1. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება იურიდიული პირის ხელმძღვანელის შესაბამისი აქტის საფუძველზე.

2. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს იურიდიული პირის ხელმძღვანელი.

3. სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების დროს საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან, მათ შორის, თავმჯდომარისგან.

4. საჭიროების შემთხვევაში იურიდიული პირის ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს დარგის სხვა სპეციალისტებიც. მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

6. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობისას ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.

    მუხლი 5. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი

კომისია იურიდიული პირის ხელმძღვანელს წარუდგენს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას, ასევე ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებისა და საჭიროების შემთხვევაში – ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის შევსებულ ფორმებს, ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე.

    მუხლი 6. მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  და შპს-ის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი

1. იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი  მუნიციპალიტეტთან  შეთანხმებით.

2. მუნიციპალიტეტი თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იურდიული პირის ხელმძღვანელის მომართვის საფუძველზე. მომართვას თან უნდა ერთოდეს აუდიტის დასკვნა და კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები.

3. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.

4. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელ ორგანოს (ხელმძღვანელს) უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი.

5. იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს და შეძენილია 2005 წლამდე, კალენდარული წლის განმავლობაში, წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი შეთანხმების გარეშე.

6. ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია იურიდიული პირის ხელმძღვანელი.

7. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 7. ძირითადი საშუალებების რეალიზება

1. ძირითადი საშუალებების რეალიზება ხდება იურიდიული პირის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ამ წესის შესაბამისად.

2. ძირითადი საშუალებების რეალიზება ხორციელდება აუქციონის ფორმით (აუქციონი პირობებით).

3. ძირითადი საშუალებების რეალიზებიდან მიღებული თანხა (გარდა ბეს თანხისა) ირიცხება იურიდიული პირის ანგარიშზე.

4. ძირითადი საშუალებების რეალიზების შედეგად მიღებული თანხის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით.

    მუხლი 8. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება

1. ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, იურიდიული პირის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.

2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ ჩამოწერის კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები.

3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი იურიდიული პირი, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.

4. ქონების განადგურება უნდა მოხდეს ნაგავსაყრელ პოლიგონზე.

5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ პირები, რომლებიც ესწრებიან განადგურების პროცესს.

6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი იურიდიული პირის მიერ.

7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია იურიდიული პირის ხელმძღვანელი.

    მუხლი 9. ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში (იჯარით, ქირავნობით, სასყიდლიანი უზუფრუქტით, თხოვებით და სხვ.) გაცემა

1, უძრავი ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში (იჯარით, ქირავნობით ან სასყიდლიანი უზუფრუქტით და სხვ.) გაცემა ხორციელდება იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე  მუნიციპალიტეტის თანხმობით.

2. ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება აუქციონის (აუქციონი პირობებით).

3. იურიდიული პირის ხელმძღვანელობა ვალდებულია  მუნიციპალიტეტს წლიურ შედეგებთან ერთად ან/და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის შედეგებისა და გადაცემული ქონების მდგომარეობის შესახებ.

    მუხლი 10. აუქციონი (აუქციონი პირობებით)

1. აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის მიზანია საკუთრების ან დროებით სარგებლობის უფლება გადაეცეს მყიდველს ან იმ პირს სარგებლობაში, რომელიც ვაჭრობის პროცესში  (გამყიდველს) ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

2. პირობებით გამოცხადებული აუქციონის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, ან ქონება გადაეცეს სარგებლობაში იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში იურიდიულ პირს (გამყიდველს) ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

3. აუქციონის (აუქციონი პირობებით) ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.

4. აუქციონში (აუქციონი პირობებით) მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

    მუხლი 11. აუქციონის (აუქციონი პირობებით) ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება

აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებას და შედეგების გაფორმებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური  საქართველოს მოქმედი კანონმდბლობის  დაცვით.

    მუხლი 12. სხვა დებულებები

აუქციონის შედეგებთან დაკავშირებით სადავო ან/და აუქციონის შედეგად დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.