„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 302
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111221027, 26/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 010240000.22.030.016034
  • Word
302
20/12/2011
ვებგვერდი, 111221027, 26/12/2011
010240000.22.030.016034
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №302

2011 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის 29 ბრძანებით (სსმ III, 06.02.2006, №15, მუხ. 190) დამტკიცებულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანწესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) პირველის მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. შინაგანაწესის 61, მე-7, მე-8 და 81 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მოსამსახურეთათვის.”.

ბ) მე-8 მუხლშემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

,,მუხლი 81. უქმე დღეებსა და არასამუშაო საათებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლების მიერ ადგილსამყოფელი ქვეყნის საზღვრების დატოვების თაობაზე შეტყობინების წესი

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უქმე დღეებსა და არასამუშაო საათებში ადგილსამყოფელი ქვეყნის საზღვრების დატოვებისას წინასწარ უნდა აცნობო მინისტრს.

2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების მოსამსახურეებმა უქმე დღეებსა და არასამუშაო საათებში ადილსამყოფელი ქვეყნის საზღვრების დატოვებისას წერილობით უნდა მიმართონ დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელს თანხმობის მისაღებად.“.

 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ვაშაძე