დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 300 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111221026, 26/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040000.22.030.016033 |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №300
2011 წლის 16 დეკემბერი
ქ. თბილისი
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2009წ., №144, მუხ. 1679) დამტკიცებული დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. . თუ რეზერვში ჩარიცხულ პირს შეეთავაზა შესაბამისი თანამდებობა და იგი უარს აცხადებს ამ თანამდებობის დაკავებაზე, სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ამ პირის ამორიცხვა რეზერვიდან.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მოვალეობის შემსრულებელი ნ. ვაშაკიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები