დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ ”თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბერის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 14/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111221021, 22/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.35.132.016085 |
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №58
2011 წლის 14 დეკემბერი
ქ. ბათუმი
„ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №22 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს და მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულების (დანართის 1) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი და საწვავი მასალების, ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის წესს.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები