ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ

ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5368-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111221004, 21/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 020080010.05.001.016520
5368-IIს
06/12/2011
ვებგვერდი, 111221004, 21/12/2011
020080010.05.001.016520
ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კანონი

ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ

    მუხლი 1

ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიებების სახით იმ პირთა ადმინისტრაციული სახდელებისაგან გა თავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 1984 წელი, მუხ. 421) 532 , 641  და 65-ე მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 77-ე, 82-ე და 821  მუხლებით, 822  მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 1282  მუხლის პირველი−მ ე-3 ნაწილებით და 1283  მუხლის პირველი მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ჩაიდინეს 2011 წლის 1 ნოემბრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

    მუხლი 2

1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან გა თავისუფლება გულისხმობს:

) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 532 , 77-ე, 82-ე და 821  მუხლებით, 822  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებ ით, 1282  მუხლის პირველი მე-3 ნაწილებით და 1283  მუხლის პირველი მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუბიექტის გა თავისუფლებას ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან;

) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 641 და 65-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებ ში ფიზიკური პირის გა თავისუფლებას ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან;

) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 822  მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებ ში ფიზიკური პირის და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუბიექტის გა თავისუფლებას ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან გა თავისუფლება ვრცელდება ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელებ ის აღუსრულებელ ნაწილზე.

    მუხლი 3

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ადმინისტრაციული სახდელისაგან გა თავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.

2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სააღსრულებო დაწესებულებებმა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

    მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრ იდან .

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 6 დეკემბერი.

№5368- II