„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის №1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დაფუძნების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 6 ივლისის №3/176 ბრძანებაში და ამ ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის №1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დაფუძნების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 6 ივლისის №3/176 ბრძანებაში და ამ ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3/334
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111221002, 27/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016015
  • Word
3/334
20/12/2011
ვებგვერდი, 111221002, 27/12/2011
040030000.22.054.016015
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის №1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დაფუძნების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 6 ივლისის №3/176 ბრძანებაში და ამ ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის №1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დაფუძნების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 6 ივლისის №3/176 ბრძანებაში და ამ ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №3/334

2011 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის №1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დაფუძნების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 6 ივლისის № 3/176 ბრძანებაში და ამ ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის №1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დაფუძნების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 6 ივლისის №3/176 ბრძანების (სსმ III, 12.07.2006, № 92, მუხ. 1245) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ დაფუძნების შესახებ.    

2. ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში შევიდეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს დანართის შესაბამისად.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. რურუა

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ წესდება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ (შემდგომში – სკოლა) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სრულ საშუალო სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე.

2. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე.

3. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. სკოლა საკუთარი სახელით ახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.

5. სკოლის იურიდიული მისამართია – ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. № 42.

    მუხლი 2. სკოლის მიზნები, ამოცანები

1. სკოლის მიზნებია: მოზარდების უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების დონის სამუსიკო განათლებით, მათი აღზრდა ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების კლასიკური ხელოვნების საუკეთესო ტრადიციებზე.

2. სკოლის ამოცანებია:

ა) მოიზიდოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭის მქონე მოზარდები და მისცეს მათ საშუალო სამუსიკო განათლება, რომლის ხანგრძლივობაა 12 წელი;

ბ) გამოუმუშავოს ახალგაზრდებს საშემსრულებლო კულტურა, დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები და უზრუნველყოს მათი სათანადო თეორიული ცოდნით აღჭურვა უმაღლესი სამუსიკო განათლების მისაღებად.

3. საკუთარი მიზნის მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად სკოლა:

ა) კოლექტიური მუზიცირების უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით ქმნის ყველა ტიპის საშემსრულებლო კოლექტივებს სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა ბაზაზე;

ბ) ახორციელებს საკონცერტო და საგასტროლო საქმიანობას;

გ) უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის სწავლის შესაბამისი პირობების შექმნას და მათ ჩართვას ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში.

    მუხლი 3. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია

1. სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სკოლის სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების საფუძველზე.     

2. სკოლაში ახალი განყოფილების გახსნა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, შესაბამისი პედაგოგიური კადრებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხვევაში.

3. სკოლაში სწავლის უფლებით სარგებლობენ 6 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქეთა შვილები; ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილები სკოლაში მიიღებიან საერთო წესით.

4. სკოლის ნებისმიერ კლასში მიღება ხორციელდება, კონკურსის საფუძველზე.

5. ფასიანი მომსახურების ჯგუფებში მიღება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში სწავლების მსურველთა რაოდენობა აღემატება მისაღებ კონტინგენტს.

6. საბიუჯეტო სექტორზე სკოლაში მისაღებ კონტინგენტს განსაზღვრავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

7. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (შემსვლელთათვის აუცილებელი საბუთების ნუსხა და ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება შინაგანაწესით).

8. სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზების ძირითადი ფორმებია: ინდივიდუალური სწავლება, ჯგუფური გაკვეთილი და კლასგარეშე მუშაობა.

9. ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენისა და კონტროლის ფორმებია: მიმდინარე – გაკვეთილზე გამოკითხვა და პერიოდული – ღია და დახურული კონცერტები, საკონტროლო გაკვეთილები, ჩათვლები და გამოცდები.

10. სკოლის დამთავრებისას გაიცემა სკოლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა, რომელსაც გასცემს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

    მუხლი 4. სკოლის სტრუქტურა და მართვა

1. სკოლის სტრუქტურული ერთეულებია ძირითადი სასწავლო (განყოფილებები) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.

 2. სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები.

 ა) საფორტეპიანო;

 ბ) სიმებიან საკრავთა;

 გ) ჩასაბერ საკრავთა;

 დ) თეორიულ-საკომპოზიციო.

3. სასწავლებელს მართავენ ადმინისტრაცია (დირექტორი, დირექტორის მოადგილე(ები), ბუღალტერი) და პედაგოგიური საბჭო.

4. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის სკოლის ყველა პედაგოგი.

5. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორი.

6. პედაგოგიური საბჭო:

ა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე;

ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგლამენტს;

გ) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ სასწავლებლის წლიურ სამუშაო გეგმას;

დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შეიმუშავებს სკოლის სასწავლო გეგმებს;

ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის(ების), შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა და სხვათა ანგარიშს (ინფორმაციას) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით;

ვ) იხილავს სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

7. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დირექტორი და სხდომის მდივანი.

8. სკოლის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.

9. სკოლის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლება, პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.

10. სკოლის დირექტორი:

 ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს სამუსიკო სკოლის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

 ბ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სკოლის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;

 გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სკოლის ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს;

 დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს სკოლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სკოლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

 ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის თანამშრომლებს, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომის ხელშეკრულებებს. იღებს გადაწყვეტილებებს სკოლის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატვირთვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას;

 ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებლივ აქტებს, წყვეტს მოსწავლეების სკოლაში ჩარიცხვისა და გარიცხვის საკითხს;

 ზ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით – ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს; შეიმუშავებს და ამტიცებს სკოლის შინაგანაწესს და წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ;

 თ) ამტკიცებს სკოლის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

 ი) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომელსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან;

 კ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს სხვა მოქმედებები.

11. დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში უნდა უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლება, შესაბამისი პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.

12. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში:

ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პროცესზე;

ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

13. სკოლის განყოფილების გამგედ შეიძლება დაინიშნოს განყოფილების პროფილის შესაბამისი უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება.

    მუხლი 5. კოლეჯის პედაგოგი, კონცერტმაისტერი, სასწავლო-დამხმარე პერსონალი

1. სკოლის პედაგოგად და კონცერტმაისტერად მუშაობის უფლება აქვს უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების მქონე პირს; იგი უნდა ეწეოდეს საქმიანობას დიპლომით მითითებული კვალიფიკაციის შესაბამისად.

2. სკოლის სასწავლო-დამხმარე პერსონალს წარმოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და სასწავლებლის საშტატო განრიგით განსაზღვრული სხვა მუშაკები.

3. სკოლის პედაგოგის, კონცერტმაისტერისა და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება შინაგანაწესით.

    მუხლი 6. სკოლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება

1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად სკოლას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება.

2. სკოლის დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები;

გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) კანონმდებლობით ნებართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

 3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; სკოლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

 4. სკოლა ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.

 5. სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 7. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. სკოლას შეუძლია მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა,

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.

ვ) სხვა გადაწყვეტილებები სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;

2. ამ მუხლის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან.

4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

    მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი

1. სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს სკოლის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 9. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სკოლის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 10. სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი

სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.