„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის №72 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის №72 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 836
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111220023, 20/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016390
  • Word
836
20/12/2011
ვებგვერდი, 111220023, 20/12/2011
040030000.08.002.016390
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის №72 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №836

 2011 წლის 20 დეკემბერი

 ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის №72 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის №72 ბრძანებულებით (სსმ III, 2010 წ., № 12, მუხ. 131) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „თ4-თ11“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით :

„თ4) სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება, მათი დანერგვის კოორდინაცია და მონიტორინგი;

თ5) სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამების შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი;

თ6) საკლასიფიკაციო სისტემის კოორდინაცია და მონიტორინგი;

თ7) სტატისტიკური დაკვირვების კითხვარების შემუშავების ტირაჟირებისა და დანერგვის კოორდინაცია და მონიტორინგი;

თ8) საქსტატის სისტემაში, მათ შორის, ტერიტორიულ ორგანოებში სტატისტიკური საქმიანობის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის კოორდინაცია და მონიტორინგი;

თ9) შერჩევითი და სხვა ოფიციალური სტატისტიკური დაკვირვებების კოორდინაცია და მონიტორინგი;

თ10) სამინისტროებიდან და სხვა უწყებებიდან შემოსული კვლევის ინსტრუმენტარისა და სხვა მეთოდოლოგიური მასალის განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება;

თ11) კვარტალური და წლიური სტატისტიკური სამუშაოების შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადება;“;

გ) მე-9 მუხლი ს მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან .

მ. სააკაშვილი