დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის №72 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 836 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111220023, 20/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016390 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №836
2011 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის №72 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის №72 ბრძანებულებით (სსმ III, 2010 წ., № 12, მუხ. 131) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „თ4-თ11“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით :
„თ4) სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება, მათი დანერგვის კოორდინაცია და მონიტორინგი;
თ5) სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამების შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი;
თ6) საკლასიფიკაციო სისტემის კოორდინაცია და მონიტორინგი;
თ7) სტატისტიკური დაკვირვების კითხვარების შემუშავების ტირაჟირებისა და დანერგვის კოორდინაცია და მონიტორინგი;
თ8) საქსტატის სისტემაში, მათ შორის, ტერიტორიულ ორგანოებში სტატისტიკური საქმიანობის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის კოორდინაცია და მონიტორინგი;
თ9) შერჩევითი და სხვა ოფიციალური სტატისტიკური დაკვირვებების კოორდინაცია და მონიტორინგი;
თ10) სამინისტროებიდან და სხვა უწყებებიდან შემოსული კვლევის ინსტრუმენტარისა და სხვა მეთოდოლოგიური მასალის განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება;
თ11) კვარტალური და წლიური სტატისტიკური სამუშაოების შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადება;“;
გ) მე-9 მუხლი ს მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან .
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები