„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 616
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111220021, 21/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016283
  • Word
616
16/12/2011
ვებგვერდი, 111220021, 21/12/2011
200090000.22.033.016283
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 616

2011 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, 3.01.11) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 753 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

 ,,11. უფლებამოსილი გამყიდველი ვალდებულია ქვითრის გაცემის უფლების მინიჭებიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა უზრუნველყოს ამ თავით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და შესაბამისი პირობების არსებობისას უცხოელის მიერ საქონლის შეძენისას ქვითრის გაცემა.“.

2. 753 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ თავით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილ გამყიდველს ეგზავნება შეტყობინება ვალდებულების დარღვევის თაობაზე. ვალდებულების ყოველი შემდგომი დარღვევა იწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დადგენილ პასუხისმგებლობას.“.

3. 755 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქონელზე, რომლის გატანა საქართველოს ტერიტორიიდან საჭიროებს სპეციალურ ნებართვას ან ლიცენზიას, გარდა საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვას დაქვემდებარებული საქონლისა.“.

4. დანართი №III-26 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. უფლებამოსილი გამყიდველი, რომელსაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე მინიჭებული აქვს ქვითრის გაცემის უფლება, ვალდებულია ბრძანების ამოქმედებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის XIX1 თავით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და შესაბამისი პირობების არსებობისას უცხოელის მიერ საქონლის შეძენისას ქვითრის გაცემა.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. გვინდაძე